logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი...
- +

10 ოქტომბერი. 2019. 13:41

 

„სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში სამივე მოსმენით მიიღებს“, - ამის შესახებ სემეკ-ის წევრმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ცვლილებების მიღების შემდეგ სემეკ-ის თავმჯდომარეს სემეკ-ის წევრები აირჩევენ.

 

„კანონში ცვლილება არის ინიცირებული და მიმდინარეობს მისი განხილვა. დაგეგმილია, რომ მიმდევნო კვირის სესიაზე მოხდეს მისი სამივე მოსმენით მიღება, რის საფუძველზეც შემდეგ უკვე მარეგულირებელ კომისიაში წევრთაგან მოხდება თავმჯდომარის არჩევა. შესაბამისად, როგორც კი კანონი იქნება მიღებული და გამოქვეყნებული, ჩვენთან ჩატარდება არჩევნები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

მისივე თქმით, კანონისა და კონსტიტუციის შეუსაბამობის შესახებ მისთვის ცნობილი იყო.

 

„ეს არის ვაკუუმი, მის შესახებ ჩემთვის ცნობილი იყო. თუმცა, პრეზიდენტის ნაცვლად პირდაპირ მთავრობას რომ გაეკეთებინა წარდგინება, არც ამის მყარი საფუძველი იყო. რა ფორმითაც არ უნდა მომხდარიყო წარდგენა, მაინც საკამათო იქნებოდა. წარდგენა მოხდა არსებულ საკანონმდებლო სივრცეში საუკეთესო მოდელის გათვალისწინებით“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს, კანონის შეუსაბამობის გამო, სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას პარლამენტმა კენჭი ვერ უყარა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner