logo_geo
eng_logo
თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართება
- +

11 ოქტომბერი. 2019. 18:00

 

 

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, „რუმს ჰოტელში“ კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართება. სიმპოზიუმი ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგს და მკურნალობას მიეძღვნება.

 

ონკოგენეტიკის, ონკოპლასტიკური ქირურგიის, ფარმაკოლოგიის მიღწევებისა  და ონკოლოგიაში სამეცნიერო მიდგომების მრავალდარგობრივ განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტები: პროფესორი ჯონ რობერტსონი - ძუძუს ქირურგი, პროფესორი მარკ სიბერინგი - ძუძუს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ლასლო თაბარი - რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კორპორაციის პრეზიდენტი, პროფესორი ენტონი ჰოველი - ონკოლოგი, ერიკ რობერტსონი, „FAHRAS“ პროგრამის ავტორი. 

სიმპოზიუმი განკუთვნილია რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, ქირურგებისთვის,  გენეტიკოსებისთვის, გინეკოლოგებისთვის, მამოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner