logo_geo
eng_logo
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ ეწურება
- +

14 ოქტომბერი. 2019. 16:26

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის განმარტებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ, 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე აქვს.

 

„ხვალ, სამუშაო დღის ბოლომდე აქვს კონსორციუმს ვალდებულების შესრულების ვადა, რომ წამოადგინოს სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას ადასტურებს, ასევე უნდა წარმოადგინოს წინასწარი არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც სასესხო დაფინანსების მოპოვებას შეეხება ინვესტორი ბანკების მხრიდან. ამის შემდეგ უკვე შედეგების გათვალისწინებით უნდა შეიკრიბოს კომისია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს შეუძლია გაუხანგრძლივოს ვადა, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, ასევე თეორიულად, ალტერნატივას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტა. გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. კომისიაში შედის ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი“, - განაცხადა ჯავახაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner