logo_geo
eng_logo
აჭარაში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროგრამების სახალხო განხილვა დასრულდა
- +

15 ოქტომბერი. 2019. 14:43

 

დასკვნითი შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან გამართა.

 

შეხვედრაზე სოფო კილაძემ, მოქალაქეებს კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელი 10 მთავრი პროგრამა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოქალაქეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ოჯახის გაძლიერების, განათლების, ჯანდაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამების მიმართ.

 

„ჩვენი საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს არა მარტო მოქალაქეების ინფორმირებას კოდექსის შესახებ, არამედ მათ ჩართულობას პროგრამების შერჩევაში. მოხარული ვარ, რომ მათი მხრიდან კოდექსმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ადგილობრივებმა სპეციალური კითხვარის დახმარებით, რამდენიმე სასურველი პროგრამა თავად შეარჩიეს, რადგან მათზე უკეთ არავინ იცის რა საჭიროებებია რაიონში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საინფორმაციო კამპანია, მომდევნო კვირიდან რაჭა -ლეჩხუმი, ქვემო სვანეთში გაგრძელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner