logo_geo
eng_logo
ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება
- +

17 ოქტომბერი. 2019. 15:26

„თბილისის მერია, კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით, ახორციელებს ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს. სულ დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

 

„ამ დროისთვის კი დაშლილი და დასაწყობებულია 9 ხიდი. წელსვე დასრულდება დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი.

 

დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მათი აღდგენა არ იგეგმება.

 

მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება, - აცხადებს თბილისის მერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner