logo_geo
eng_logo
რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

18 ოქტომბერი. 2019. 13:34

 

18  ოქტომბერს  საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ოფისში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა  და ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს-გაერთიანებას - საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა; მემორანდუმს ხელი მოაწერეს რუსთაველის ფონდის გენერალურმა  დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ეს სამეცნიერო სფეროსა და ბიზნესის თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია საქართველოში.   მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ სამეცნიერო-აკადემიურ სექტორსა და ბიზნეს-სექტორს შორის ერთობლივი გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობისათვის, ბიზნეს სექტორის სამეცნიერო კვლევებით დაინტერესების კულტურის განვითარებისათვის.  აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევების და ინოვაციების  პროგრამა - „ჰორიზონტი 2020“ -ის პოლიტიკის მხარდამჭერი სტრუქტურის მიერ შემუშავებული  რეკომენდაციების  შესრულებას.

 

მემორანდუმის ფარგლებში  მოხდება რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის გამოყენებითი კვლევების მიმართულებით გამარჯვებული პროექტების წარდგენა  ბიზნეს-კომპანიებისთვის და  სამეცნიერო პროექტები,  რომელთა  კომერციალიზაციაც ეფექტური და მომგებიანი  იქნება, ბიზნეს-პროექტებად იქცევა.  პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა  სივრცის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია, კვლევების დაყვანა კომერციულ ტრანსფერებამდე, მეცნიერებასა და ეკონომიკურ სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურება, რაც საბოლოოდ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. 

 

მხარეები ემზადებიან ერთობლივი ღონისძიებისთვის - რუსთაველის  ფონდის მიერ დაფინანსებული  გამოყენებითი კვლევების, პროექტების  პოსტერული გამოფენა- პრეზენტაციისთვის, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner