logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს
- +

18 ოქტომბერი. 2019. 14:28

 

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო.

 

„პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.

 

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა. სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს-ს სამინისტრო აწარმოებს.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner