logo_geo
eng_logo
ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში საქართველოს, როგორც ახალი და გამორჩეული მოთამაშის ქსელში გაწევრიანების პროცედურას ჩაეყარა საფუძველი
- +

18 ოქტომბერი. 2019. 17:30


„ამ წუთებში, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს პროტონული თერაპიის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმში ISOP2019, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში იმართება. სიმპოზიუმზე  საქართველოს, როგორც დარგის ახალი და გამორჩეული მოთამაშის ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში (EPTN) გაწევრიანების პროცედურას ჩაეყარა საფუძველი და მოხდა სამოქმედო გეგმის დასახვა“,
- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

„საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე - ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, ქართუ ჯგუფის პროექტების მართვის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე თევზაძე. სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება პირისპირ შეხვედრები მსოფლიოს წამყვან მკვლევარებთან, კლინიკებთან და სხვადასხვა პროტონული თერაპიის ცენტრების წარმომადგენლებთან. სიმპოზიუმზე განხილული იქნება საქართველოს, როგორც დარგის ახალი და გამორჩეული მოთამაშის ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში (EPTN) გაწევრიანების საკითხი. ფორუმი ბელგიური კორპორაცია „IBA“-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა - ლუკ ჰერემანმა გახსნა. ბელგიურ მეგაკომპანია „IBA“-სთან პარტნიორობით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებელი და პროტონული თერაპიის ცენტრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner