logo_geo
eng_logo
საცობების შესამცირებლად თბილისში, ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა ამოქმედდება
- +

18 ოქტომბერი. 2019. 20:14

 

თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჭკვიანი შუქნიშნების პროექტს ახორციელებს, რაც ითვალისწინებს შუქნიშნებზე დეტექტორების მონტაჟს.  ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს  ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოხდება ნაკადების ოპტიმალური მართვა.

 

როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს, ჟურნალისტებს განუმარტა,  ამჟამად პატრულ-ისპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულნი და ნაკადების მართვას უზრუნველჰყოფენ, ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, განახორციელებენ ნაკადების ოპტიმალურ მართვას.


მისივე თქმით, ნაკადების მართვის ჭკვიან სისრტემას ყველა განვითარებული ქალაქი იყენებს.

 

ერთ დღეს დაითვლება ნაკადი, დროის იგივე მონაკვეთში მეორე დღისთვის სისტემა მოგვცემს უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შეიცვალოს შუქნიშნის რეჟიმი  ან გატარება-შეზღუდვის დრო,  შეიძლება მოდელმა  მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალურიო სცენარი წარმოადგინოს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

ვიცე-მერის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, სისტემა ქალაქში ეტაპობრივად,   რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.

 

ხმალაძემ მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ნაკადების მართვის ავტომატიზირებული სისტემის  მიზანი  ნაკადების ისე გადანაწილებაა ,  რომ ქალაქში ნაკლები საცობი მივიღოთ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner