logo_geo
eng_logo
კახა კალაძე კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებულებზე: მერია და გამგეობა ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად
- +

19 ოქტომბერი. 2019. 16:01

 

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებლ კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს. ისინი სხვადასხვა სასტუმროებში არიან გადაყვანილი. დაზარალებული მოქალაქეები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოინახულა და ვითარებას გაეცნო.

 

„როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი სამსახურები შევლენ და დაიწყებენ დასუფთავებას, მოწესრიგებას, აღდგენით სამუშაოებს. როგორც კი ლაბორატორია და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო გვეტყვის კონკრეტულ ადგილებს, სადაც შესაძლებელია შესვლა და საფრთხეს არ წარმოადგენს, დავიწყებთ ამ ადამიანების გადაყვანას თავიანთ საცხოვრებლებში. დედაქალაქის მერია და გამგეობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ და გაუფუჭდათ, დავეხმაროთ აღდგენასა და მოწესრიგებაში“, - განაცხადა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ და „თბილისი ენერჯიმ“ დაიწყეს გამკაცრებული შემოწმებები და კონტროლი, თუმცა „არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მათ კარს არ უღებენ“.

 

„ეს ყველაფერი კეთდება ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ერთი შეცდომით შეიძლება გავაუბედუროთ ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი, რაც უმძიმესია, ამიტომ რიგით მოქალაქეებს, ჩვენ, ადამიანებს გვმართებს დიდი ყურადღება და მომთხოვნები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner