logo_geo
eng_logo
„თბილისი ენერჯი“: დღეს მომხდარ აფეთქებამდე გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსიდან კომპანიაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა
- +

19 ოქტომბერი. 2019. 16:06

 

 

„გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსიდან კომპანიაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა, ერთადერთი ზარი, რომელიც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა, დღეს მომხდარი აფეთქების შემდეგ ფიქსირდება“, – ამის შესახებ აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

 

„გურამიშვილის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისი ენერჯი“ აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

კომპანიის სპეციალისტები პარალელურად იკვლევენ აფეთქების გამომწვევ მიზეზებს. ასევე მომხდარი ფაქტის გარშემო სხვადასხვა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიება ხდება.

 

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადამოწმდა კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ყველა შეტყობინება.

 

გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსიდან კომპანიაში არცერთი შეტყობინება არ შემოსულა.

 

ერთადერთი ზარი, რომელიც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა, დღეს მომხდარი აფეთქების შემდეგ ფიქსირდება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner