logo_geo
eng_logo
ნაძალადევის რაიონის გამგებელი: კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირით საცხოვრებლად გამოუსადეგარია
- +

19 ოქტომბერი. 2019. 16:08

 

 

ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე 16-სართულიანი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით გამოუსადეგარია საცხოვრებლად.

 

„ამ დროისთვის, მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შენობის დათვალიერება. პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ადამიანების სრულად გამოყვანა მოგვიწევს. პირველ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, სავარაუდოდ, ყველა მათგანს, ვინც სურვილს გამოთქვამს, სასტუმროებში გადავიყვანთ. თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, შემდეგ უკვე ამ ადამიანებს ქირით გავიყვანთ. ძირითადი პრობლემები აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა, აფეთქების შედეგად იმდენად დაზიანებულია, რომ დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. ჩვენ ვრთავთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაითვლის ყველანაირ ზარალს, შემდეგ გახდება ცნობილი, ვისი მხრიდან იქნება ეს ზარალი ასანაზღაურებელი“, - განაცხადა ხელაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner