logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილის პასუხი ოპონენტებს წყალტუბოს პროექტზე: ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში
- +

4 ნოემბერი. 2019. 13:57

 

 

„ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს“, - ასე პასუხობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმ ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ წყალტუბოში ყველაფერი  ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.

 

„რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, მთავარია პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი.

 

„მთავარია, პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი. ერთიანი კონცეფციის ფარგლებში გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებები, შენობების არქიტექტურული და კულტურული ღირებულების შენარჩუნების პირობები და ობიექტების დასრულების ვადები მკაცრად დაცული უნდა იყოს“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ ლიდერი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner