logo_geo
eng_logo
ლაშა პაპაშვილი: როდესაც ჩნდება ასეთი მოთამაშე და კაპიტალი მოდის, ადვილდება ცხოვრება ბიზნესის კუთხით
- +

6 ნოემბერი. 2019. 12:27

 

„ჩვენნაირ ქვეყნებში, როდესაც ჩნდება ასეთი მოთამაშე და კაპიტალი მოდის, უკვე   ადვილია კრედიტების აწევაც, ადვილდება ცხოვრება ბიზნესის კუთხით“, - ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა აბასთუმნის პროექტის შესახებ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისი თქმით აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციებით განსაკუთრებული აქსელერაცია მოხდა პროცესის.

 

„დეველოპერული  კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი გახლავართ, ამდენად   ყველა ამგვარი პროექტი ჩემთვის, უმნიშვნელოვანესია, შეიძლება არ   ვმონაწილეობდეთ, მაგრამ მაინც დიდი   მნიშვნელობა აქვს, ჩვენთვის. აბასთუმანში „რედიქსის“ როლი  განსაკუთრებულია. ჩვენ ამ მხარეში წამოვიწყეთ ეს ყველაფერი, მერე ბატონი ბიძინას    მოსვლით და ინვესტიციებით მოხდა  განსაკუთრებული აქსლერაცია პროცესის. რა   თქმა   უნდა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს,  მასშტაბისთვის, უშველებელი   თანხები ჩადო და პრაქტიკულად ახლიდან აშენდა გზა, წყალი, გაზი არასოდეს ყოფილა  მხარეში და მივიდა.

 

ახლა უბრუნდება ძველ  სიმაღლეებს   ტურიზმი.   ტურიზმი მარტო ვერ იქნება    წამყვანი.  მას  სჭირდება, მიჰყვება   კვების   ინდუსტრია, სადაც  ძალიან ბევრია    გასაკეთებელი  ამ  ქვეყანაში. ინფრასტრუქტურა,  ფეხდაფეხ   ერთად  მივდივართ    პრაქტიკულად. ჩვენნაირ   ქვეყნებში, როდესაც  ჩნდება   ასეთი  მოთამაშე და კაპიტალი   მოდის,   უკვე   ადვილია კრედიტების   აწევაც.  ადვილდება ცხოვრება ბიზნესის   კუთხით“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner