logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გლდანის მსგავსად, საფეხბურთო ცენტრი ყველა უბანში გვინდა აშენდეს
- +

8 ნოემბერი. 2019. 16:34

 

 

„ფეხბურთის ფედერაცია მთელი ქალაქის მასშტაბით წამოწყებულ ამ პროექტს მივესალმებით. ჩვენი ჩართულობა იმაში გამოიხატება, რომ გადავცემთ მიწას და სფფ იღებს ვალდებულებას, რომ სპორტული საფეხბურთო ცენტრები განავითაროს“, - ეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანის მე-7 მკ/რ-ში, ყოფილი რადიოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.

 

თბილისის მერი ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად ესწრებოდა და საფუძველში სიმბოლური კაფსულა ჩააგდო.

 

კახა კალაძემ „პირველ არხთან“ განაცხადა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება თბილისის კიდევ რამდენიმე რაიონში იგეგმება.

 

„საფეხბურთო ცენტრების მოწყობა წლის ბოლომდე ვარკეთილშიც დასრულდება. შემდეგი პროექტი ნუცუბიძეზე განხორციელდება. საერთოდ, სადაც მსგავსი სივრცეები იქნება, გვსურს, რომ სპორტისთვის მაქსიმალურად ავითვისოთ და ანალოგიური ცენტრები თბილისის ყველა რაიონში ავაშენოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

 

პროექტის მიხედვით, გლდანის საფეხბურთო ცენტრში ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა (102X68), იქნება ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა და 250 ლუქსიანი განათების სისტემა დამონტაჟდება. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება და საფეხბურთო სკოლების, ქალთა და მოყვარულთა გუნდებს სრულიად უსასყიდლოდ ივარჯიშებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner