logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია ზუგდიდში სტუდენტებს შეხვდა
- +

8 ნოემბერი. 2019. 17:48

 

 

 

 

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, შეხვდა სტუდენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩაბარებისა და სკოლის შემდგომი პროგრამის დასრულების შედეგად სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლობენ.

 

კომისიის თავმჯდომარე მათ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე, სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების პრიორიტეტებზე, კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა და სტუდენტების სასწავლო პირობებს გაეცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტები დეპუტატს სხვადასხვა საკითხზე ესაუბრნენ და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner