logo_geo
eng_logo
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აქციის მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს
- +

9 ნოემბერი. 2019. 20:06

 

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი ბათუმში აქციის მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც მან აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, კანონის დარღვევის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შესაბამისად იმოქმედებენ.

 

„საპოლიციო ძალები კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ მართლწესრიგის დაცვისაკენ. ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში ადეკვატური რეაგირება იქნება. საპოლიციო ძალების ჩანაცვლება პერიოდულად ხდება, საჭიროებიდან გამომდინარე რაოდენობის გაზრდა მოხდება“, - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

 

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება 22:00 საათზე არის დაგეგმილი, რასაც მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს. ისინი კინოთეატრთან ამ წუთებში იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner