logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი იწვევს ბიძინა ივანიშვილს....
- +

15 ნოემბერი. 2019. 13:08

 

„არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე  ნიკოლოზ პატარქალიშვილი  იწვევს:

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“,

თავმჯდომარეს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს,

გენერალურ მდივანს ბ-ნ კახა კალაძეს,

აღმასრულებელ მდივანს ბ-ნ ირაკლი  კობახიძეს,

პოლიტიკურ მდივანს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

„ბატონებო, ამა წლის 18 ნოემბერს 17 საათზე  გიწვევთ  საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (ლადო გუდიაშვილის ქ.N7)  „არგენტინის სახლი საქართველოში“ მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც ითვალიSწინებს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის სუბ-რეგიონული ბლოკის „მერკოსურის“ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებს შორის კულტურული, სპორტული, ტურისტული, საქმიანი და სავაჭრო -ეკონომიკური  ურთიერთობების ჩამოყალიბებას. აგრეთვე, პროექტის მიხედვით, ღონისძიებების განხორციელებას, რომელშიც უმთავრესი ადგილი უკავია „მერკოსურის“ ქვეყნებთან თანამშრომლობით საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგებისა და ტურიზმის განვითარებას,  ეკოლოგიურად სუფთა კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების შექმნას;  ფეხბურთისა და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი  პირველი საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას საქართველოში - „ფეხბურთი, როგორც დროთა კავშირი მშვიდობისა და მეგობრობისათვის“   პროექტის ფარგლებში, - „პელეს თასზე“,  პელეს ვიზიტსა და სხვა.

 

თქვენთან ერთად პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს საპატრიარქოსა  და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. აგრეთვე,  საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.

 

სახელმწიფო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციაზე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის  ბ-ნ ბიძინა ივანიშვილისა  და  თქვენი დასწრება  მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერი გაეგზავნებათ „მერკოსურის“ კავშირის  ქვეყნების პირველ პირებს“, - აღნიშნა პატარქალიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner