logo_geo
eng_logo
კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის რიგით მესამე სესია გაიმართა
- +

15 ნოემბერი. 2019. 18:23

 

15 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „ინტერკლუბში“ გაიმართა კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის რიგით მესამე სესია, რომლის ფარგლებშიც ეროვნული სასახლის აღსაზრდელებმა მოისმინეს ინტერაქტიული ლექციები ცნობილი საერთაშორისო ექსპერტებისგან:

 

მიგელ ანხელ მარტინ რამოსი - (ბრიუსელის ევროპულ და იბერიულ-ამერიკული აკადემიის იუსტეს ფონდის დელეგაციის ხელმძღვანელი).

 

 დოქტორი გაბრიელე ზაიტიტი - (ევროპის კულტურული პარლამენტის წევრი და პროფესორი ვილნიუსის კოლეჯში).

 

კაროლინ გილი - (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე / განყოფილების ხელმძღვანელი „IFA“ ინსტიტუტში „Institut für Auslandsbeziehungen“). ⭕️ პროექტის ფარგლებში, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრები წელიწადში ერთხელ იკრიბებიან საქართველოში, რათა საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს წაუკითხონ ინტერაქციული ლექციები ევროპული კულტურისა და ფასეულობების შესახებ.

 

კულტურული დიპლომატიის აკადემიის მნიშვნელოვანი ნაწილია კულტურული პროგრამა, პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა ნახონ ფილმები, დაესწრონ სპექტაკლებს, დაათვალიერონ გამოფენები. კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის ფარგლებში სასახლეში გაიმართება ლექციები, ვორქშოფები, პრეზენტაციები.

 

კულტურული დიპლომატია, წარმოადგენს იდეების, ინფორმაციის, ხელოვნების და კულტურის სხვა ასპექტების გაცვლას მოქალაქეებსა და ქვეყნებს შორის, რათა ხელი შეეწყოს ორმხრივ ურთიერთგაგებას. ხოლო საქართველო, როგორც მულტიკულტურული ქვეყანა, მის საზღვრებში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დიალოგის ხელშეწყობის განსაკუთრებული საჭიროების წინაშე დგას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner