logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაზე იწვევს
- +

16 ნოემბერი. 2019. 14:04

 

ნიკოლოზ პატარქალიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაზე იწვევს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის სუბ-რეგიონული ბლოკის „მერკოსურის“ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებს შორის კულტურული, სპორტული, ტურისტული, საქმიანი და სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ პატარქალიშვილი განცხადებას ავრცელებს.

 

„ბატონო გიორგი, „არგენტინის სახლმა საქართველოში“  ა.წ. 1 ნოემბერს, მოწვევა გამოგიგზავნათ. შეგახსენებთ, რომ ამა წლის 18 ნოემბერს 17 საათზე  მოწვეული ბრძანდებით საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (ლადო გუდიაშვილის ქ.N7)  მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის სუბ-რეგიონული ბლოკის „მერკოსურის“ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებს შორის კულტურული, სპორტული, ტურისტული, საქმიანი და სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

 

აგრეთვე, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია  ღონისძიებების განხორციელება, რომელშიც უმთავრესი ადგილი უკავია „მერკოსურის“ ქვეყნებთან თანამშრომლობით საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგებისა და ტურიზმის განვითარებას,  ეკოლოგიურად სუფთა კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების შექმნას;  ფეხბურთისა და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი  პირველი საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას საქართველოში - „ფეხბურთი, როგორც დროთა კავშირი მშვიდობისა და მეგობრობისათვის“ პროექტის ფარგლებში, - „პელეს თასზე“, პელეს ვიზიტსა და არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში  პირველი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას და სხვა.

 

თქვენთან ერთად პრეზენტაციაზე მოწვეული არიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი ბ-ნ კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ბ-ნ ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული ბრაზილიის საელჩოს წარმომადგენლები. აგრეთვე, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.

 

სახელმწიფო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციაზე, თქვენი დასწრება მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერი გაეგზავნებათ „მერკოსურის“ ქვეყნების პირველ პირებს.

გთხოვთ მობრძანდეთ!

 

უღრმესი პატივისცემით, „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner