logo_geo
eng_logo
16 ნოემბერს გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა
- +

16 ნოემბერი. 2019. 19:54

 

 

გამოჩენილი ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის  სოფელ ჩოხში დაიბადა.

 

სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ  ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

 

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს". წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი",  „თევზის წერილები",  „შემინახე, დედაო მიწავ!",   „სულეთის კიდობანი",  „არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული  „ბედი მდევარი",  მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე  „შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც.  რომანები: „მგელი", და  „მღდვლის ცოდვა".

 

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები:  „ბაკურხეველი ხევსური",  „აღდგომა",  „ნამეხარი მუხა", „ადგილის დედა", „ადამიანთა სევდა",  „წერილი ნაძვებს", „უცხო", „თეთრი ალამი",  1990 წელს - „ცოდვის შვილები".  ფილმს მიღებული აქვს პრიზები:

 

1982 წელს გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.

 

1990 წელს მონტე-კარლოში კინოფესტივალზე მიიღო 2 პრიზი, ვერცხლის ნიმფა და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი.

 

1992 წელს იაპონიაში ქ. ჰიროსიმაში ჟიურის სპეციალური პრიზი.

 

1992 წელს მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემია თბილისში გამართულ კინოფესტივალზე, სახელწოდებით „ოქროს არწივი", საუკეთესო სცენარისათვის ჟიურის სპეციალური პრიზი.

 

1997 წელს გამოვიდა „სამოთხის გვრიტები".

 

1998 წელს- „ლუკას სახარება". ფილმმა  „კინოშოკზე"  მიიღო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის.

 

1999 წელს მართლმადიდებელ კინოფესტივალზე რუსეთის პატრიარქის ალექსეი მეორის მიერ დაწესებული პრიზი.

 

1999 წელს გადაიღო „მიჯაჭვული რაინდები", რომელიც ორი პრიზით დაჯილდოვდა, ერთი საუკეთესო პროდიუსერისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

 

2003 წელს კი ბოლო ნამუშევარია ფილმი „სიყვარულის ცეცხლი".

 

გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა, დასაფლავებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner