logo_geo
eng_logo
საპროტესტო აქციაზე დაშავებული ორი ადამიანიდან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, მეორეს მალე გაწერენ
- +

18 ნოემბერი. 2019. 20:20

 

 

თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შედეგად ორი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ერთი მათგანი 44 წლის მამაკაცი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი გულმკერდის ტრავმით და მას გამოკვლევები უტარდება. მეორე, 27 წლის მამაკაცი კი, რომელიც აქციის დაშლის დროს შეუძლოდ გახდა, „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოათავსეს. ამ დროისთვის უკვე გაწერილია.


როგორც ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აქვს და სავარაუდოდ უახლოეს საათებში გაწერენ.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე, აქციის მონაწილე ცხრა პირს აღმოუჩინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner