logo_geo
eng_logo
იოსებ გოგაშვილი: ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა პროფესიონალურად, მსოფლიო სტანდარტით
- +

18 ნოემბერი. 2019. 21:10

 

 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება: 

„ნომერ პირველი შს მინისტრი – ვახო გომელაური! მეამაყები ძმაო და მეგობარო! პოლიციელი გმირია. ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს პროფესიონალურად, მსოფლიო დონის სტანდარტით: სამ ნაწილად გაყოფილი სპეცრაზმი ასუფთავებს პარლამენტის შენობას სამი მხრიდან ( 9აპრილი, ზუბალაშვილები, ჭიჭინაძე), ხოლო ბოლოს, მთავარი გამზირი  გასუფთავება, ბიჭებო, ბრავო!” – წერს იოსებ გოგაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რამზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვებისგან გაათავისუფლა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა და ამგვარად გაათავისუფლა პარლამენტის სამივე შესასვლელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner