logo_geo
eng_logo
ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
- +

18 ნოემბერი. 2019. 21:33

 

 

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

 

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის სამმართველოში აქციაზე დაკავებული 16 პირია გადაყვანილი, მათ შორს იყო ჯაფარიძეც.  სამმართველოში რჩებიან:  ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

 

10-ზე მეტი ადამიანია აქ გადმოყვანილი. ვიცი, რომ ზუკა და მისი მეგობარი გიორგი მონავარდისაშვილი ერთად დააკავეს. ასევე აქ იმყოფებიან „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და გიგა მაქარაშვილი. დეტალებზე ინფორმირებული არ ვარ, მაგრამ როდესაც ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო, ესე იგი, არანაირი არგუმენტი არ აქვთ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 

შსს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner