logo_geo
eng_logo
თემაზე „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ ტრენინგები გაიმართა
- +

28 ნოემბერი. 2019. 12:09

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას თემაზე „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“.

 

კამპანიის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა ქ. წყალტუბოსა და ქ. მცხეთაში მას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების საჯარო, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და ვალდებულებების და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ.

 

აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner