logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კვირეული 14 დეკემბრამდე, ანუ კიდევ 1 კვირით გაგრძელდება
- +

4 დეკემბერი. 2019. 00:56

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით დაწყებული ახალგაზრდული კვირეული - „საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ - 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ ტვ „იმედის“ თოქშოუში “არენა“ განაცხადა, ახალგაზრდული კვირეულის ვადის გახანგრძლივება კვირეულისადმი  ახალგაზრდების ინტერესმა და  ჩართულობამ განაპირობა.

 

„გამომდინარე იქიდან, თუ რა რაოდენობის ახალგაზრდა ჩაერთო ამ პროექტში, მათ შორის რეგიონებიდნ, მათ შორის სტუდენტები, ჩვენ გადავწყვიტეთ კვირეული 14 დეკემბრამდე, ანუ კიდევ ერთი კვირით გავაგრძელოთ. ვისარგებლებ ამ შანსით და საქართველოს ყველა მოქალაქს მოვუწოდებ, შემოგვიერთდეს ახალგაზრდები და არა მხოლოდ.  ზურაბ ჟვანიას სიტყვები დღეს არის ყველაზე აქტუალური და თითოეული ჩვენგანი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ქართული ფასეულობები ევროპული ფასეულობებია“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner