logo_geo
eng_logo
სარეაბილიტაციო სამუშაოებისას წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სახლის კედელი ჩამოინგრა
- +

5 დეკემბერი. 2019. 00:38

 

 

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. თვითმხილველთა  ინფორმაციით, სახლის შიდა მხარეს სახლის ერთი ფლიგელის სამი სართულია ჩამონგრეული.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner