logo_geo
eng_logo
Factor.ge ნიკა რურუაზე სკანდალურ ამბავს აქვეყნებს
- +

6 დეკემბერი. 2019. 15:36

 

 

„ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა რურუა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა“, - ამის შესახებ სააგენტო factor.ge წერს და შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს.

 

„სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზა 2018 წლის 4 დეკემბერს ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, რურუას გარდაცვალების მიზეზი იყო გულის მწვავე იშემიური დაზიანება, განვითარებული ნარკოტიკული საშუალების – მეტადონის მოქმედების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების მოქმედების ფონზე. ჩვენთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული ექსპერტიზის ოფიციალური შედეგები საგამოძიებო უწყებებს 2019 წლის 25 იანვარს გადაეცა. ეს ფაქტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც დაადასტურეს. ექსპერტიზის დასკვნას – N008323***, ხელს აწერს ექიმი ქ. ბ. ნიკა რურუას სიკვდილის წინ სავარაუდოდ კუსტარულად უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, რის გამოც მას დაუზიანდა ნეკნი და სხეულზე მიიღო სხვადასხვა სახის დაჟეჟილობა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, სხვა ინფორმაცია უწყებამ არ მოგვაწოდა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 https://factor.ge/

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner