logo_geo
eng_logo
სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია - „რუსთავი 2“-ის საქმე არ გადაიხედება
- +

10 დეკემბერი. 2019. 19:00

 

2019 წლის 9 დეკემბერს 5 მოსამართლისგან შემდგარმა დიდი პალატის კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება 3 საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის მოთხოვნაზე უარის შესახებ. „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საბოლოოა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გაგზავნის საკითხზე 9 დეკემბერს იმსჯელა, გადაწყვეტილება კი დღეს, 10 დეკემბერს გასაჯაროვდა.

 

სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა – ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა – ითხოვეს. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მხარეებს 3-თვიანი ვადა ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმის დიდ პალატაში განხილვის საფუძველი არ არსებობს, პალატის 18 ივლისის გადაწყვეტილება საბოლოოდ შევიდა ძალაში.

 

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner