logo_geo
eng_logo
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ, ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა
- +

12 დეკემბერი. 2019. 14:07

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასესიო დარბაზში დაასხეს გაურკვეველი ნივთიერება, რომელსაც მკვეთრი სუნი ჰქონდა და ვარაუდობს, რომ ამან გამოიწვია ალერგიული შეტევა.

 

„ზოგადად, ალერგიული ვარ, ნებისმიერ სუნზე, სუნამოს სუნზეც კი შეუძლოდ ვხდები“, - აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

 

დეპუტატმა არ იცის, რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში და აცხადებს, რომ არც ის დაუნახავს, ვინ დაასხა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მოხდა ინციდენტი მას შემდეგ, რაც დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი გამოჩნდნენ და მათ ხომ არ უკავშირდება ეს, ენძელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ მას ირმა ნადირაშვილი არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ ქებურია, თუმცა, არ იცის, ვინ დაასხა ნივთიერება სასესიო დარბაზში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner