logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: თბილისში, მომავალი კვირიდან 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს
- +

19 იანვარი. 2020. 01:41

 

„თბილისში, მომავალი კვირიდანმ ერთი თვის განმავლობაში, ღამის საათებში, 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა.

 

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ავტობუსი დედაქალაქის 10 ძირითად გამზირზე იმოძრავებს და მგზავრებს არ მოემსახურება.

 

მისივე თქმით, სატესტო რეჟიმის მიზანია, ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რის შემდეგაც, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, მერია 179 ერთეული 18 მეტრიან ავტობუსს შეისყიდის.

 

მაია ბითაძის ინფორმაციით, ავტობუსების 150 მგზავრზეა გათვლილი.

 

„მერიის შუამდგომლობით, ერთ-ერთმა კომპანიამ სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა 18-მეტრიანი ავტობუსი, ეს არის დიდი გაბარიტების ავტობუსი, რომლისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა თბილისში მოსაწესრიგებელია. ერთი თვის განმავლობაში, ღამის საათებში, თბილისის ქუჩებში ივლის 18-მეტრიანი ავტობუსი, რათა გამოვლინდეს ყველა ის ინფრასტრუქტურული ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც იქნება საჭირო. როგორც მოგეხსენებათ, 10 ძირითადი დერეფანია, რომელიც იქნება ცენტრალური კვანძი, რათა დიდი გაბარიტის ავტობუსებმა იარონ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner