logo_geo
eng_logo
„JICA“-ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება
- +

21 იანვარი. 2020. 14:42

 

 

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი  ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს  (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს  იუკიჰო ეჯირის  და  სასოფლო-კოოპერატივების  ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა კოოპერაციის შესახებ იაპონური გამოცდილების გაზიარებისა და  სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

 

საქართველოში არსებული  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებებით რეკომენდაციები შემუშავდება. კოოპერატივების საჭიროებებს იაპონელი ექსპერტების ჯგუფი  შეისწავლის. ვიზიტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლა, რომლის  დასრულების შემდეგ  მომზადდება  რეკომენდაციები.  ტექნიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია სასწავლო ტურების ორგანიზება იაპონიაში. 

 

დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1044 სასოფლო-სამეურნეო კოპერატივი, რომელიც 10 739  მეპაიეს აერთიანებს.

 

სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რაც გულისხმობს მცირე ფერმერთა გაერთიანებით, მათი ძალებისა და რესურსების კონსოლიდაციით  ბიზნესზე ორენტირებული სუბიექტების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

 

სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner