logo_geo
eng_logo
თენგიზ სიგუა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

22 იანვარი. 2020. 02:13

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მთავრობის თავმჯდომარე და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის რიგით მეორე პრემიერ-მინისტი, თენგიზ სიგუა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სიგუას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში,  „მრგვალი მაგიდის“  ხელისუფლების დროს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელის, თენგიზ კიტოვანის ქალიშვილი წერს.

 

“ჩემი უსაყვარლესი ადამიანი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. უფალმა აცხონოს მისი სული” – წერს ნათია კიტოვანი.

 

თენგის სიგუა სპეციალობით ინჟინერ-მეტალურგი იყო.  ის იყო საქართველოს სსრ-ის მეტალურგიის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის დირექტორი და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი რესტრუქტურიზაციამდე.

 

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, თენგიზ  სიგუას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ კი  პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად დაინიშნა.

1992 წლის 8 ნოემბერს მან პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში კვლავ დაიკავა პრემიერის საპასუხისმგებლო სავარძელი. თუმცა 9 თვეში  გადადგა თანამდებობიდან, რადგან პარლამენტმა სიგუას მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner