logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნიას წიგნის „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“ მკითხველების წინაშე წარდგენა გაიმართა
- +

22 იანვარი. 2020. 16:35

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას რომანის „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“ მკითხველების წინაშე წარდგენა გაიმართა ვაკის მედიათეკაში.

 

პრეზენტაციას ცნობილი მწერლები, ლიტერატურული კრიტიკოსები, მსახიობები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მედიის წარმომადგენლები და ლიტერატურის მოყვარულები ესწრებოდნენ.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ შევიკრიბეთ ლიტერატურაზე სასაუბროდ და ორმაგად ბედნიერი იმით, რომ ამ შეკრების მიზეზი ჩემი ეს ახალგამოცემული რომანია. ის ნახევარი მილიონი ასო-ბგერა და სიმბოლო, რაც ამ რომანის შესაქმნელად გახდა საჭირო, ვფიქრობ, საუბრობს იმაზე, რაზეც არა ერთი და ორი წელი მსურდა მესაუბრა და ამან საბოლოო ჯამში კი მხატვრული პროზის და რომანის სახე მიიღო“, - განაცხადა მან წიგნის პრეზენტაციისას.

 

რომანთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ცნობილმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა და მწერალმა როსტომ ჩხეიძემ. „მარჯვედ მოძებნილი ფორმა, კარგად გააზრებული და მტკიცედ შეკრული კომპოზიციური ქარგა, გამოკვეთილი ხასიათები, დინამიური, მძაფრი სიუჟეტი, იდუმალებითაც განმსჭვალული და ღრმად გააზრებული და მახვილგონივრული ფინალით დაგვირგვინებული“, - ასე დაახასიათა მან მწერლის ნაშრომი. მისი თქმით, რომანი „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“ არის წარმატებული დებიუტი რომანისტიკაში.

 

რომანის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს მწერლებმა ნინო სადღობელაშვილმა, ზვიად კვარაცხელიამ და გურამ მეგრელიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner