logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ომბუდსმენის ადგილას, ერთხელ მაინც ვისადილებდი პატიმრებთან
- +

22 იანვარი. 2020. 23:07

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას საქმიანობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილას პენიტენციური დაწესებულებების ხშირი სტუმარი იქნებოდა და პატიმრებთან ერთად ერთხელ მაინც ისადილებდა.  

 

"ეს არ არის პოპულიზმი და ამას არ სჭირდება მედიის თანდასწრება. მის ადგილას, პატიმრებთან ერთად ერთხელ მაინც ვისადილებდი. რა პრობლემაა? მაგრამ, ის არასდროს მიდის პატიმართან, სანამ პოლიტიკური სკანდალი არ ატყდება. როცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო მოწოდება, - შეიწყალე, შეიწყალე! ერთი კონკრეტული პატიმრის საკითხი იყო პოლიტიზებული, მეორე დღესვე ჩვენს ჭიშკართან გამოცხადდა სახალხო დამცველი. სხვა დროს, უამრავი პატიმარია, რომლებიც ომბუდსმენთან შეხვედრას", - განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია POTS TV-ს ეთერში შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას.

 

მინისტრმა ასევე ისაუბრა, პატიმრების კვების საკითხებზე. წულუკიანის თქმით, ციხეებში აკრძალულია გაყინული ხორცის შეტანა, გარდა ამისა, ჰყავთ დიეტოლოგი, რომელიც პეტიმრებისთვის სეზონურ მენიუს ადგენს.

 

"ჩვენ შევძელით ის, რომ შარშან, დეკემბერში პატიმრების კვებაში ავკრძალეთ გაყინული ხორცი. რა თქმა უნდა კომპანიები არ დარჩნენ ამით კმაყოფილები, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ავიყვანეთ დიეტოლოგი და ვქმნით სეზონურ მენიუებს ზაფხულში და ზამთარში. ციხის მაღაზიების პრობლემა უფრო ადვილად მოვაგვარეთ. ფასებზე ნამატი აიკრძალა. ციხეში ვადაგასულ საჭმელზე საუბარიც აღარ არის, რაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს სერიოზული პრობლემა იყო. დაახლოებით ერთი წელია, ტენდერში გამარჯვებული ქსელური მარკეტი ფუნქციონირებს ციხეში და იმავე პროდუქციას ყიდულობს პატიმარი, რასაც ციხის გარეთ ჩვეულებრივი მოქალაქე. ძალიან ბევრ პატიმარს აღარ სჭირდება მაღაზიაც. არ შეიძლება ეს აღინიშნოს ომბუდსმენის მოხსენებაში? ", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

 

მისივე ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომამდე ერთი პატიმრის კვებაზე დღეში 4 ლარი იხარჯებოდა, ახალი სტანდარტით კი 6 ლარი იხარჯება სეზონური მენიუს შესაბამისად. ასევე, გარედან შესული ხორცი სპეციალური თერმომეტრით მოწმდება, ხომ არ იყო ის გაყინული, სანამ ციხეში შეიტანდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner