logo_geo
eng_logo
8-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან
- +

24 იანვარი. 2020. 00:47

 

 

 

მეტროსადგურ  „ახმეტელის თეატრის“  მიმდებარე ტერიტორიიდან,  გლდანულას  მიმართულებით, დღეიდან  N 73   ხაზზე ახალი ISUZU-ს მარკის  ავტობუსები იმოძრავებენ. 27 იანვარს, ახალი ავტობუსები  N45 ხაზზეც  გავა.

 

დღეს, თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების  მაჟორიტარმა დეპუტატმა, გულია გოცირიძემ და საკრებულოს გლდანის (ავჭალის)  მაჟორიტარმა, შალვა ოგბაიძემ, რაიონის გამგებელთან,  ბექა მიქაუტაძესთან, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან და  რაიონის მოსახლეობასთან  ერთად, ახალი ავტობუსით იმგზავრეს.

დეპუტატებმა მოსახლეობას სხვადასხვა ხაზებზე ახალი ავტობუსების დამატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ საავტობუსო პარკის განახლების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

 

გულია გოცირიძის თქმით, N 73 მარშრუტზე ავტობუსის მოცდის დრო 14 წუთია, ეს დრო კი ადრე არსებულზე მნიშვნელოვნად მცირეა, რაც თავის მხრივ მგზავრთა ნაკადის გადაყვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

შალვა ოგბაიძის თქმით კი,  ახალმა ავტობუსებმა ძველი ,,ბოგდანის” ტიპის ყვითელი ავტობუსები ჩაანაცვლა, რაც გლდანში  მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან

 

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:

N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი;

N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“;

N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება;

N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა;

 27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ:

N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი;

N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი;

N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“;

N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU -სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.

  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner