logo_geo
eng_logo
თბილისში, კორპუსის ლიფტში ახალშობილი, წერილთან ერთად იპოვეს
- +

24 იანვარი. 2020. 01:34

 

 

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ ვარკეთილის მე-3 მასივში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, ადგილობრივმა მცხოვრებმა ახალშობილი იპოვა.

“კვირას” ინფორმაციით, ჩვილი  წერილთან ერთად ნახეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალშობილი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

 

შსს-მ გამოძიება 127 -ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ადამიანის ჩაყენებას, ვისაც არ შეუძლია მიიღოს ზომები თავის დასაცავად. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner