logo_geo
eng_logo
რატომ ვირჩევთ კავკასიის მედიცინის ცენტრს?
- +

24 იანვარი. 2020. 16:29

 

თანამედროვე მედიცინა ელვის სისწრაფით ვითარდება. ყოველდღიურად ინერგება მკურნალობის ახალი მეთოდები, იხვეწება ტექნოლოგიები და ვიღებთ სრულიად ახალ, კვლევებზე დაფუძნებულ მედიცინას. სწორედ ასეთი მიდგომით გამოირჩევა კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელიც საქართველოში  მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას  ამკვიდრებს.

 

რა ტიპის სამედიცინო სერვისებს მიიღებთ კავკასიის მედიცინის ცენტრში?

ულტრათანამედროვე კლინიკა, რომელიც მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, პაციენტებს მრავალფეროვან სამედიცინო  მომსახურებას სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რომელიც ამბულატორიული თუ ჰოსპიტალური სერვისებისთვის გამოიყენება. მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი კი მზადაა, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ პაციენტებს.

 

კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ, მათ შორის ქირურგიული, ონკოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური და სხვა. ცენტრში წარმოდგენილი სერვისების სრულად სანახავად, ეწვიეთ CMC Hospital-ის საიტს.

 

ქირურგია

კავკასიის სამედიცინო ცენტრის ქირურგიულ დეპარტამენტში ოპერაციები დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ტარდება. აქ სამი ქირურგიული მიმართულება არსებობს: ზოგადი ქირურგია, ონკოქირურგია და ბარიატრია. ოპერაციები ტარდება როგორც ლაპარკოსკოპიული, ასევე ტრადიციული, ღია წესით.

 

უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიების, თანამედროვე აპარატურის და პროფესიონალ ექიმთა გუნდის მეშვეობით, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ყველა სახის ოპერაციული  მკურნალობა. ცენტრში ასევე წარმატებით მუშაობს ანგიოქირურგიული, თორაკოქირურგიული და ყბა-სახის ქირურგიული განყოფილებები.

 

ონკოლოგია

 ონკოლოგია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ  კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის მხრივ, აღნიშნული ცენტრი რეგიონში ლიდერია.

 

ონკოლოგიურ განყოფილებაში, კიბოს დროული გამოვლენისა და მისი სწორი მიმართულებით მკურნალობისთვის, უახლესი თანამედროვე მეთოდებია დანერგილი. გარდა ამისა, ცენტრში არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურა დაავადების მართვას და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებას უზრუნველყოფს. მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი ონკოლოგიური, ონკოჰემატოლოგიური და ონკოქირურგიული მიმართულებით მუშაობს და პაციენტებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის

  • ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკას
  • ქიმიოთერეაპიასა და ჰორმონოთერაპიას
  • ქირურურგიულ ჩარევებს

ონკოლოგიური პაციენტებისთვის ფუნქციონირებს როგორც დღის, ასევე 24 საათიანი სტაციონარი, სადაც მათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლიათ.

 

უროლოგია

კავკასიის მედიცინის ცენტრის უროლოგიური სამსახურში 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება. განყოფილებაში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოპერაციოები. გარდა ამისა, პაციენტებისთვის ხელმისწვდომია პოსტ-ოპერაციული მოვლის სრულყოფილი სერვისი.

 

უროლოგიური განყოფილება ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია სერვისების მრავალფეროვნებით. პროფესიონალ ექიმთა დახმარებით, პაციენტებს უროლოგიური პათოლოგოების სრული სპექტრის მკურნალობა შეუძლიათ.

 

გინეკოლოგია

კავკასიის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური განყოფილება, ურთულესი ოპერაციების ჩატარების და მკურნალობის ინოვაციური მეთოდებით, უნიკლურია რეგიონში. პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი განყოფილება, სამედიცინო დახმარებას კი მათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი უწევთ.

 

ცენტრში სამკურნალო და დიაგნოსტიკური პროცედურები 24 საათის განმავლობაში ტარდება. ოპერაციები ტარდება როგორც ღია სახით, ასევე ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდებით.

 

რატომ ავირჩიოთ CMC Hospital?

კავკასიის მედიცინის ცენტრი ევექსის ქსელის უმსხვილესი ჰოსპიტალია. თუ თქვენ ახლა სამედიცინო მომსახურების მისაღებად  თქვენთის შესაფერის ადგილს არჩევთ, რამდენიმე მარტივ მიზეზს გაგაცნობთ, თუ რატომ უნდა აირჩიოთ სწორედ CMC ჰოსპიტალი:

 

  • კლინიკა მულტიპროფლურია, რაც ნიშნავს, რომ ერთ ადგილას, ერთ სივრცეში მიიღებთ სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს.
  • ექიმთა მაღალკვალიფიური გუნდი და ულტრათანამედროვე აპარატურა ნიშნავს გარანტირებულ შედეგს.
  • ცენტრში დანერგილი მკურნალობის მეთოდები თანამედროვე სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობითაა შემუშავებული.
  • კლინიკა წარმატებით თანამშრომლობს უცხოეთის წამყვან კლინიკებთან, რაც რთული შემთხვევების სწორად წარმართვისთვისაა აუცილებელი.
  • კავკასიის მედიცინის ცენტრის მეშვეობით, საერთაშორისო დონის ჯანდაცვა საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

 

დასკვნის სახით კი დავამატებთ, რომ CMC ჰოსპიტალში ხორციელდება კიბოს სკრინინგი და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სხვა სახელმწიფო პროგრამები. ეს კი პაციენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის დასავლური სამედიცინო სერვისების მიღებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner