logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლისთვის 77 ათასი ლარის გადახდა მოუწევს
- +

14 თებერვალი. 2020. 11:28

 

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგო.

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებით, ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდას და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ.

 

„დავა ერთი წელია გრძელდება. ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად 2018 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000 ლარი შეადგინა. „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner