logo_geo
eng_logo
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
- +

17 თებერვალი. 2020. 11:05

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

 

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი ტანსაცმლის, პროდუქტის და შერეული საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ამ დროისთვის ხანძრის  სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს.

 

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.

 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner