logo_geo
eng_logo
„დიდხანს ებრძოდნენ სტიქიას, დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს ხელი...“- ივლიტა ჯიბუტის მეგობრის ჩანაწერები...
- +

13 ივნისი. 2016. 14:02


ეკო მამალაძე ივლიტა ჯიბუტს იხსენებს და მეგობრის ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს...


„გუშინ მდინარე ვერემ ახალგაზრდა გოგონა ქმარს ხელიდან გამოსტაცა...", „ივლიტა ჯიბუტს, რომელიც მდინარემ გაიტაცა, კვლავ ეძებენ", - არაერთი მსგავსი სათაურის მქონე სტატიას გადააწყდებით.


მე მინდა მოგიყვეთ ერთი ლამაზი გოგონას ისტორია... ისტორია, რომელიც თითოეული დაკარგული ადამიანის უკან დგას.


ალბათ დედამიწაზე თუ არსებობენ ანგელოზები - ივლიტა ნამდვილად ასეთია.


21-ე საუკუნეში ვერ შეხვდებით მის მსგავსს (მე პირადად არ ვიცნობ). გულუბრყვილო, ბავშვური, ნაზი, მოკრძალებული, წმინდა და წრფელი გულით, სხვებზე ზრუნვით აღსავსე, თბილი და კეთილი. სტიქიის ღამეს მეგობართან ერთად გამოცდისთვის მეცადინეობდა.


ორი უნიჭიერესი, უჭკვიანესი გოგო უნივერსიტეტის დამთავრებისთვის ემზადებოდა. პრეზიდენტის არაერთგზის სტიპენდიანტები ნათელი მომავლისთვის იბრძოდნენ. ივლიტა გახარებული იყო, წარმატებით გაიარა გასაუბრება - სამსახურს იწყებდა, სრულდებოდა რემონტი ახალ სახლში, სადაც მის საყვარელ მეუღლესთან ერთად უნდა გადასულიყო... თუმცა, უეცრად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მარტო აღმოჩნდნენ სტიქიის წინაშე. ვერც ჭიშკარი გააღეს, რომელიც შლამმა ჩახერგა, ვერც სახლის უკან არსებულ კლდეზე აძვრნენ. დახმარების მოლოდინში სახლის სახურავს შეეფარნენ. ამაოდ ელოდნენ დახმარებას 45 წუთის განმავლობაში.

იდგნენ უკუნ სიბნელეში, შიშით და იმედით სავსენი.

იმედით, რომ აღარ წვიმდა და წყალი დაიწევდა.

იმედით, რომ მაშველები მალე მოვიდოდნენ.

იმედით, რომ ღმერთი არ გაწირავდა.

ივლიტა საოცრად მშვიდი ყოფილა. არც გამკვირვებია.

თავისი ფორიაქით გარშემომყოფთ არ შეაწუხებდა.

იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა.

მამაოს შვილს ბავშვობიდან გაძლიერებული ჰქონდა რწმენა.

სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდა.

მშვიდად იყო კიდევ ერთი მიზეზის გამო, გვერდით დათო ჰყავდა.

მერე რა, რომ ცურვა არ იცოდა.

მთავარია, დათო გვერდით ჰყავდა.

დათო, რომელიც მის გამო მთებს გადადგამდა, არ დათმობდა, გამოსავალს იპოვიდა, შეუძლებელს შეძლებდა.

მერე კი...

მერე უცბად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა.

დიდხანს ებრძოდნენ სტიქიას. დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს

ხელი.... ბიჭი გადარჩა.

მეგობარი გოგონას ცხედარი იპოვეს.

ივლიტა დაკარგულია.

ღმერთო, ხომ არსებობს სასწაულები ....

მოახდინე რა..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×