logo_geo
eng_logo
„TV პირველის“ ჟურნალისტი ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს
- +

27 თებერვალი. 2020. 17:25

 

„TV პირველის“ ჟურნალისტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ჟურნალისტი სამოგზაუროდ იმყოფებოდა. აქვს გაციების ნიშნები. პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

 

„ჩვენი ერთი თანამშრომელი წევს ინფექციურში, საღამოს იქნება პასუხი, იმედია, კორონა არ დაუდგინდება. სამოგზაუროდ იყო ევროპაში. მედგრად ვართ და ვმუშაობთ. კორონავირუსი შეგვაშინებს ჩვენ?!“ - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner