logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავრჩეთ სახლში
- +

23 მარტი. 2020. 13:42

 

 

„დღეისათვის საქართველოში გვაქვს 54 ინფიცირების დადასტურებული ფაქტი, მაგრამ სასიამოვნოა ის, რომ უკვე 8 ადამიანია ვინც გამოჯანმრთელდა ამ ვირუსისგან და შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით უკვე, დატოვა სამედიცინო დაწესებულება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ სახლიდან.

 

„საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, დავრჩეთ სახლში, და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან, ვინაიდან, ამ მოქმედებით ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს და ჩვენს გარშემომყოფებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner