logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ნუ ეთამაშებით ცეცხლს, დაიცავით რეკომენდაციები, შესაძლოა ჩვენ ვინმესთვის აღმოვჩნდეთ მსხვერპლის საბაბი
- +

25 მარტი. 2020. 12:22

 

 

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრები იკრიბებიან, სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. გამკაცრდება, თუ არა კიდევ უფრო მეტად ქვეყანაში ამოქმედებული შეზღუდვები და გაფართოვდება, თუ არა საკარანტინე სივრცეების არეალი, სხდომის შენმდეგ ტრადიციულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

 

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანა უკვე კრიზისულ ფაზაში შესასვლელად ემზადება და მოქალაქეებს რეკომენდაციების აუცილებლად დაცვისკენ მოუწოდებს.

 

 

"შეინიშნება რაიონებში, მრავალ ბინიან კორპუსებში, ეზოებში სიმჭიდროვე მოქალაქეების და ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე. მე მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით. დავიცავთ საკუთარი ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ სხვისასაც. შესაძლოა ჩვენ ვინმესთვის აღმოვჩნდეთ მსხვერპლის საბაბი და ასევე, საკუთარი თავი ჩავაგდოთ ხიფათის ქვეშ. ამიტომ, დავიცავთ რეკომენდაციები, სიმჭიდროვეს მოვერიდოთ, რომ არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, გვჭირდება უფრო მაღალი ხარისხის შესრულება რეკომენდაციების," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner