logo_geo
eng_logo
ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდნენ
- +

26 მარტი. 2020. 13:13

 

 

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე და საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი შეუერთდნენ მოხალისეთა ჯგუფს - „STOP COVID 19” და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად წამოიწყეს კამპანია „დარჩი სახლში სიცოცხლისთვის“ .

 

კამპანიის ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფი ხანდაზმული და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეებისთვის  საკვების საცხოვრებელ მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს.

 

ირაკლი აბუსერიძემ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას საგანგებო რეჟიმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და  რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ვითარების დარეგულირებამდე გაგრძელდება.

 

„ჩვენი ქვეყანა გლობალურ გამოწვევას და შექმნილ კრიზისს წარმატებით უმკლავდება. ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, აბსოლუტურად ყველა სახელისუფლო რგოლი მუშაობს კოორდინირებულად და ეფექტურად.

 

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე, თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფშია, მოვუწოდებთ, დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირებს, ბენეფიციარებსა და  ხანდაზმულებს  ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით სურსათსა და სამედიცინო საშუალებებს. კამპანიის მხარდაჭერისთვის, მსურს მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას.  მჯერა, ერთიანობით მსოფლიო გამოწვევას უმოკლეს ვადაში დავამარცხებთ“, -აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner