logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: საამაყოა, რომ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანმო სახელმწიფოებს დღეს აძლევს, საქართველომ თვენახევრით ადრე შეასრულა
- +

26 მარტი. 2020. 17:24

 

 

„ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო რეკომენდაციებს ეხმაურება და განმარტავს, რომ საამაყოა, როდესაც დღეს შემოთავაზებულ ექვსივე რეკომენდაციას საქართველო თვენახევრით ადრე ასრულებდა.

 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია სახელმწიფოებს:

 

  1. გააფართოვეთ, ჩაუტარეთ ტრენინგები და ეპიდემიურ ცენტრში გააგზავნეთ ჯანდაცვის პერსონალი.

 

  1. აამოქმედეთ სისტემა, რომელიც ყველა საეჭვო შემთხვევას, თემის დონეზე გამოვლენის საშუალებას მოგცემთ.

 

  1. გაზარდეთ სამედიცინო წარმოება და ტესტირების შესაძლებლობა.

 

  1. განსაზღვრეთ ის ადგილები, სადაც მოხდება პაციენტის იზოლაცია, მოახდინეთ ამ შენობების ადაპტაცია და იყავით მზად.

 

  1. შეიმუშავეთ მკაფიო გეგმა, რომლითაც კონტაქტების იზოლაციას და კარანტინში გადაყვანას შეძლებთ.

 

  1. მოახდინეთ მთელი მთავრობის ფოკუსირება „COVID 19“-ის კონტროლსა და შეკავებაზე“.

 

საამაყოა, როდესაც დღეს შემოთავაზებულ ექვსივე რეკომენდაციას საქართველო თვენახევრით ადრე ასრულებდა. სწორედ სახელმწიფოს მზაობამ და სწორმა „კრიზის-მენეჯმენტმა“ აალაპარაკა მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, მასმედიები, თუ პოლიტიკოსები, მაგალითად, ევროკავშირის ელჩის, ბატონი კარლ ჰარცელის განცხადებაც კმარა, სადაც ის საქართველოს სახელმწიფოს მუშაობას უმაღლეს შეფასებას აძლევს.

 

როგორ ახერხებს კავკასიის პატარა ქვეყანა კრიზისის კონტროლს და მართვას? ზოგადად „კრიზის მენეჯმენტზე“ როგორც საგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ აღსანიშნავია ზოგიერთი კონკრეტული ასპექტი, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი სახელმწიფო.

 

ინტუიცია, რისკი და მობილობა „კრიზის მენეჯმენტის“ ანიბანია, თუმცა, ამ სამი მიმართულებითაც შესაძლებელია არსებული ვითარების განხილვა.

ინტუიცია, რომელიც სუფთა პრაგმატიზმზე და გამოცდილებაზეა დაფუძნებული, აღნიშნულზე პირდაპირ  მეტყველებს თვენახევრით ადრე, „დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის მიერ დაწყებულ აქტიური მუშაობა, როდესაც გადაწყდა კონკრეტული მედიკამენტებით მკურნალობა. საზღვრებზე დაიწყო ხალხის ნაკადების მაქსიმალური კონტროლი. სწორი საინფორმაციო კამპანია და ა.შ.

 

რისკების მიმართულებით, სადაც სწორი ანალიტიკის საფუძველზე ხდება სხვადასხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინება,  მოხდა სახელმწიფოს სრული მობილიზება,  მთავრობის დონეზე დაიწყო სახელმწიფო, არასახელმწიფო თუ ბიზნეს ინსტიტუტების კომუნიკაცია, ყველა მიმართულებით გადაიდგა სწორი ნაბიჯები, დაწყებული -ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და მერიების მზაობით სოც-პასუხისმგებლობების მხრივ (ბაღის აღსაზრდელების კუთვნილი საკვების სახლში მიწოდება, მოიჯარეების იჯარიდან დროებით განთავისუფლება და ა.შ.), გაგრძელებული ფინანსური და ეკონომიკური შეთავაზებებით (საბანკო შეღავათი, ცხრა კონკრეტული საკვები პროდუქტის ფასის კონტროლი და ა.შ.), განათლების სისტემის დისტანციურ მეთოდზე გადასვლით (უნივერსიტეტები და ზოგიერთი საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, საზ-მაუწყებელი აპრილიდან სატელევიზიო გაკვეთილებს იწყებს.) ბიზნეს-სექტორის და სხვადასხვა ფონდების შეთავაზებებით დამთავრებული („ქართუ ფონდი“ მზაობა ნებისმიერი რაოდენობის ფინანსური ინვესტირების მხრივ, კეთილსინდისიერი მეწარმეების და მოქალაქეების აქტივობა რაც ფონდ „StopCov“ ში 9 მილიონი ლარის დაგროვებით გამოიხატა)

 

მობილობა - სწორი გუნდური მუშაობა, სწრაფი ზოგჯერ ხისტი გადაწყვეტილებები. მობილობა, რომელიც ხორციელდება პრაგმატულ ინტუიციასა და რისკ-ფაქტორების სწორი ანალიზის საფუძველზე, წარმოადგენს კრიზისის ეფექტური მართვის და კონტროლის მექანიზმს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ძალოვანი უწყებების მზაობა, მოქმედება, საგანგებო მდგომარეობამდე და მის შემდეგ. თავდაცვის სამინისტრო საგანგებო მდგომარეობამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა „ყაზარმულ“ რეჟიმზე და წინმსწრებად, სრულად მობილიზებული შეხვდა საგანგებოს გამოცხადებას. პირველივე პრობლემაზე, რომელიც რეგიონში (მარნეული/ბოლნისი) განვითარდა, ჰქონდათ მყისიერი რეაგირება   და უმტკივნეულოდ მოახდინეს  ორივე რაიონის საკარანტინე ზონად ლოკალიზება. გაზრდილია შსს-ს უწყებებიდან პოლიციელთა რიცხოვნობა, რითაც    საზოგადოებრივი უსაფრთხოება სრულად არის დაცული.

 

P.S. კრიზისის მართვა და კონტროლი გართულდება, თუკი პასუხისმგებლობის განაწილება  მხოლოდ ზემოდან  (მთავრობა, პასუხისმგებელი ინსტიტუტები და სხვ.) ქვემოთ (მიზნობრივი ჯგუფები, საზოგადოება, მოქალაქეები და ა.შ.) პრინციპით მოხდება.  ამიტომ   საზოგადოების თითოეულ წევრს საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად უნდა ესმოდეს,   საბედნიეროდ ჩვენ  წილ პასუხისმგებლობას  თითოეული მოქალაქე ვგრძნობთ, რაც გამარჯვების და წარმატების გარანტიას გვაძლევს. საამაყოა,  რომ ის რეკომენდაციები, რასაც „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ სახელმწიფოებს დღეს 26 მარტს აძლევს, საქართველომ  და ჩვენმა მთავრობამ თვენახევრით ადრე შეასრულა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner