logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: 50 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში!
- +

26 მარტი. 2020. 21:26

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდები კორონავირუსისთვის რისკჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

 

 

ცერცვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 50 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის:

 

 

"ახალგაზრდებს ვთხოვ, ნუ აყვებიან პანიკას და ნურაფრის ეშინიათ. რა მოხდა - გახდებიან ავად, არ არის კარგი, მაგრამ განიკურნებიან, როგორც გრიპისგან. 50 წელს ქვემოთ ასაკში მხოლოდ 0.6%-ია სიკვდილიანობა. ცხადია, ეს არ არის კარგი, მაგრამ იგივე სიკვდილიანობაა გრიპის დროს და არავინ ამის გამო წინასწარ არ ვწვებით.

 

 

რეკომენდაცია ყველას მხრიდან და განსაკუთრებით, 50 წლიდან ზემოთ, უნდა შესრულდეს მკაცრად - უნდა დარჩნენ სახლში, მოერიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, თუნდაც ეს იყოს ქორწილი, ქელეხი და სხვა; გარდა ამისა, უნდა დაიბანონ ხელები ხშირად, ვინაიდან, ინფექცია ვრცელდება კონტაქტური გზით," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner