logo_geo
eng_logo
წყალმომარაგების კომპანია მარნეულში, მოსახლეობის სტაბილური წყლის მიწოდებისთვის შეუფერხებლად მუშაობს
- +

28 მარტი. 2020. 12:47

 

 

ქალაქ მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში, წყალმომარაგების კომპანიის მარნეულის სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფები და საავარიო ბრიგადები ყველა ჰიგიენური წესის დაცვითა და რეკომენდაციის გათვალისწინებით სამუშაოებს შეუფერხებლად აგრძელებენ.

 

ჩვენს თანამშრომლებს ყოველდღიურად,24 საათიან რეჟიმში  უწევთ მუშაობა.

 

მარნეულის სერვის ცენტრის ტექნიკური განყოფილების უფროსის, როვშან ბაბაქიშიევის  ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად  ხორციელდება წყალმომარაგება-წყალარინების  სისტემების და ქსელის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი.

 

ასევე, ჯგუფი მუდმივ რეჟიმში გადის საავარიო ადგილებზე დაზიანებების  აღმოსაფხვრელად, რათა მარნეულის მოსახლეობას წყალი სტაბილურ რეჟიმში, შეუფერხებლად მივაწოდოთ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner