logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს რეკომენდაციით მიმართავს, 1 მაისამდე გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება არ განახორციელონ
- +

28 მარტი. 2020. 13:24

 

ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს, 2020 წლის 1 მაისამდე გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება არ განახორციელონ.

 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტომატოლოგიური პროცედურების თავისებური მახასიათებლების გამო, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობის წვეთების და აეროზოლების გამოყოფას, აღნიშნული საქმიანობა ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შედის.

 

მომსახურების განხორციელების შეწყვეტასთან ერთად, სამინისტრო გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

 

„არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა; რესპირატორული დაავადებების კლინიკური სიმპტომების (ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა და COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები) არსებობისას განხილულ იქნეს სამედიცინო მომსახურების გადავადების შესაძლებლობა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე; იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია; კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება; გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში“, - ნათქვამია რეკომენდაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner