logo_geo
eng_logo
მეუფე გრიგოლი: ღვთისმსახურება არ შეწყდება, უბრალოდ, შეიძლება, ადამიანებმა ვერ შეძლონ მოსვლა, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ
- +

29 მარტი. 2020. 10:57

 

 

„აზრი გაყოფილი მრევლშიც არის, ამაზე განსხვავებული აზრები არის, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს შორისაც. ეს ის თემაა, რომელიც ცალკეულად ვერ გადაწყდება. ეს თემა, რა თქმა, უნდა სინოდის მსჯელობის საგანი უნდა იყოს“, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურების შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თეოლოგების და სასულიერო პირების მიერ ზიარების წესთან დაკავშირებულ განცხადებებს.

 

მისი თქმით, განსაცდელმა ადამიანები უნდა გააერთიანოს.

 

,,ეს აზრი გაყოფილი მრევლშიც არის, ამაზე განსხვავებული აზრები არის, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს შორისაც. ეს ის თემაა, რომელიც ცალკეულად ვერ გადაწყდება. ეს თემა, რა თქმა, უნდა სინოდის მსჯელობის საგანი უნდა იყოს და თუ ეს საკითხი დადგება, ერთნაირად უნდა გადაწყდეს, რომ ამან კიდევ გაყოფა და დაპირისპირება არ გამოიწვიოს. ჩვენ ამ განსაცდელმა, პირიქით, უნდა გაგვაერთიანოს და განსაცდელი ისედაც მძიმე არის და ამან კიდევ ეკლესიაში გამოიწვიოს გახლეჩა, დაპირისპირება, კიდევ უფრო მძიმე იქნება ეს, რა თქმა უნდა. მე ასე გეტყოდით, ევქარისტია არის უმნიშვნელოვანესი საიდუმლო. ევქარისტია სადაც არ არის, იქ ეკლესიაც არ არის. მაგრამ შეიძლება საგანგებო მდგომარეობამ, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს, რა თქმა უნდა, ეკლესიაც და ღვთისმსახურებებიც, მაგრამ ღვთისმსახურება, როგორც ასეთი არ შეწყდება, უბრალოდ, შეიძლება ადამიანებმა ვერ შეძლონ მოსვლა, ამაშიც მე პრობლემას ვერ ვხედავ. რის გამო შეიძლება ვერ მოვიდეს ადამიანი? იმის გამო, რომ უშლიან ღვთისმსახურებას და ლოცვას? თუ იმის გამო, რომ ღვთის გულისათვის დაიცვას თავისი თავი და სხვაც დაიცვას. მიდგომას გააჩნია, როგორი მიდგომა ექნება ადამიანს და როგორ ავუხსნით მას. ისე, ის პრობლემები, რაც საქართველოში არის, შედარებით იოლად გამოიყურება კიდე, ვიდრე სხვა ქვეყნებშია, ეს კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხელს გვიშლის იმ მდგომარეობის და იმ საფრთხეების სრულად გააზრებაში ყველას, ერშიც და ბერშიც. უბრალოდ, კარგი იქნება, ჩვენ შევძლოთ ზედმეტი მსხვერპლის გარეშე და ზედმეტი გართულების გარეშე გადავლახოთ. გასაგებია, ურემი, რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, მაგრამ მსხვერპლი როცა იქნება და მსხვერპლის რაოდენობა განკურნებულთა რაოდენობას რომ გაასწრებს, მერე სხვანაირი დასკვნები გაკეთდება, მაგრამ შეიძლება შედარებით გვიანი იყოს. გონივრული მიდგომა არის საჭირო, ისე, რომ ჩვენ ამ ვითარებამ პირიქით უნდა დაგვაახლოვოს რწმენასთან, ღმერთთან. ის, ვინც ვერ მოდის ტაძარში, მას შეუძლია სახლში ილოცოს და ევქარისტიის შინაარსი ჩვენ გვაერთიანებს ყველას, სადაც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა ვიყოთ. თუ შენ არ მოდიხარ იმის გამო, რომ ეჭვი გეპარება ამ საიდუმლოს მადლმოსილებაში, მაშინ ეს არ არის სწორი და რა თქმა უნდა, შეცდომაა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner